ავტორი:

CROSTY-ს მხარდაჭერა უკრაინას

CROSTY-ს მხარდაჭერა უკრაინას

პრემიუმ ფეხსაცმლის ქართული ბრენდი CROSTY შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ მოძრაობას და 15 მარტს 150,000 ლარის ღირებულების საკუთარი პროდუქცია გაგზავნა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. ბრენდი 2015 წელს ძმებმა, შოთა და გიორგი მიქაიებმა დააარსეს.

რუსეთთან საქართველოს მრავალწლიან ბრძოლაში, ყველაზე მეტად, სწორედ ძმების მშობლიური რეგიონი - აფხაზეთი დაზარალდა. მათ კარგად იციან, რომ ცხოვრობდე საქართველოში - ნიშნავს იცოდე მუდმივი ბრძოლის ფასი თავისუფლებისთვის.

ახლა სწორედ ამ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებისთვის, თავისუფლებისთვის იბრძვის უკრაინელი ხალხი, ჩვენი ვალდებულებაა, მათ გვერდით ვიყოთ ამ ბრძოლაში, მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ მათ, გამარჯვებამდე!

NS