ავტორი:

"კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს..." - რას ამბობს ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის უკრაინაში შესაძლო ვიზიტის შესახებ

"კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს..." - რას ამბობს ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის უკრაინაში შესაძლო ვიზიტის შესახებ

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში შესაძლო ვიზიტის განხორციელების საკითხი ფართო კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან.

როგორც ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განმარტა, ამ კონსულტაციებს საფუძვლად უნდა დაედოს პირველ რიგში, უსაფრთხოების რისკების ანალიზი.

"რაც შეეხება უკრაინაში შესაძლო ვიზიტის თემას, ნებისმიერი ასეთი საკითხი ფართო კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.

რა თქმა უნდა, ამ კონსულტაციებს საფუძვლად უნდა დაედოს პირველ რიგში, უსაფრთხოების რისკების ანალიზი. როდესაც ასეთი კონსულტაციები შედგება, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან, ამის შემდეგ შეგვეძლება ჩვენი პოზიციის გახმოვანება“, - განაცხადა კობახიძემ.