ავტორი:

"სისულელეა, კაცმა არ იცის ავთენტურია, თუ არა" - რას აცხადებს ივანიშვილისა და რუსი ბიზნესმენის შესაძლო სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერზე კობახიძე?

"სისულელეა, კაცმა არ იცის ავთენტურია, თუ არა" - რას აცხადებს ივანიშვილისა და რუსი ბიზნესმენის შესაძლო სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერზე კობახიძე?

"აუდიოჩანაწერი არის სისულელე", - ასე ეხმაურება პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია "პირველის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს. "პირველის" მტკიცებით, ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ბიზნესმენის, ევტუშენკოს დიალოგს ასახავს.

როგორც კობახიძე აცხადებს, საინტერესოა, ხომ არ იყო წყარო "ტვ პირველისთვის“ რუსული მხარე, როდესაც ამ ჩანაწერს იღებდა. ამასთან, კობახიძის შეფასებით, აღნიშნული ბიზნესმენი რუსეთის რეპრესიების მსხვერპლია.

"აუდიოჩანაწერი არის სისულელე. კაცმა არ იცის ავთენტურია თუ არ არის ავთენტური. ამის გადამოწმების საშუალება ჩვენ არავითარი ფორმით არ გვაქვს. ასევე საინტერესოა, რა იყო წყარო, რომელიც ბუნებრივია, ვერ იქნებოდა ქართული მხარე. საინტერესოა, ხომ არ იყო წყარო "ტვ პირველისთვის“ რუსული მხარე, როდესაც ამ ჩანაწერს იღებდა, თუ ეს ჩანაწერი არის ავთენტური. ასეც და ისეც, საქმე ეხება ერთ-ერთ რუს ბიზნესმენს, რომელიც რეპრესირებულია რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. თუ ვინმე შეგვიძლია ჩვენ გავიხსენოთ რეპრესირებული რუსი ბიზნესმენებიდან ხადარკოვსკის შემდეგ, არის ეს კონკრეტული რუსი ბიზნესმენი.

როდესაც ასეთ დროს პირად საუბარს, მათი მტკიცებით, აქვეყნებს ტელევიზია, ეს მეტყველებს მათ ღირებულებებზე და სტანდარტებზე. ღიმილის მომგვრელთან ერთად ეს არის ტრაგიკული მოვლენა და ახასიათებს იმ ტელევიზიებს, რომლებიც განეკუთვნებიან ომის პარტიას, "ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა კობახიძემ.