ავტორი:

"ის უკრაინის გმირია" - რუს ოკუპანტებთან ბრძოლას 6 შვილის დედა, სამხედრო ექიმი, ოლგა სემიდიანოვა ემსხვერპლა

"ის უკრაინის გმირია" - რუს ოკუპანტებთან ბრძოლას 6 შვილის დედა, სამხედრო ექიმი, ოლგა სემიდიანოვა ემსხვერპლა

რუს ოკუპანტებთან ბრძოლას უკრაინელი სამხედრო ექიმი, 48 წლის ოლგა სემიდიანოვას სიცოცხლე ემსხვერპლა.

სემიდიანოვას ექვსი შვილი დარჩა.

ამის შესახებ "ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე საქართველოში უკრაინის საელჩო წერს.

"ოლგა სემიდიანოვა, 6 შვილის დედა სამშობლოს დაცვის დროს მოკლეს. მან გამოთქვა სურვილი, დაეცვა თავისი ქვეყანა ბოლომდე, მაშინაც კი, როცა უკვე იცოდა, რომ მისი ბატალიონი ვერ გადარჩებოდა.

ის უკრაინის გმირია“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.