ავტორი:

"ამერიკაში პირველად და როგორც ჩანს, საბოლოოდ 9 წლის ასაკში ვიყავი... ვამაყობ, რომ რუსი ვარ" - პესკოვის ქალიშვილი აშშ-ის სანქციებს "სიგიჟეს" უწოდებს

"ამერიკაში პირველად და როგორც ჩანს, საბოლოოდ 9 წლის ასაკში ვიყავი... ვამაყობ, რომ რუსი ვარ" - პესკოვის ქალიშვილი აშშ-ის სანქციებს "სიგიჟეს" უწოდებს

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლი და ორი შვილიც არიან. ლიზა პესკოვამ აღნიშნულ ფაქტზე საკუთარი პოზიცია Антиглянец-ის ტელეგრამ არხზე დააფიქსირა და ამერიკელების გადაწყვეტილებას "სიგიჟე" უწოდა.

"ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის ქალიშვილმა, ლიზა პესკოვამ, რომელიც სანქციების სიაში იყო შეყვანილი, ექსკლუზიურად მოგვწერა, თუ რას ფიქრობს ამის შესახებ. მის წერილს სრულად გთავაზობთ ავტორის მართლწერა და პუნქტუაცია დაცულია" - ვკითხულობთ Антиглянец-ის ტელეგრამ არხზე.

ლიზა პესკოვა:

"დღეს წავიკითხე სანქციების ფორმულირება, რომელიც ჩემზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და ხაზინის მიერ დაწესდა. ჩემი აზრით, სიგიჟეა სანქციების დაწესება ზრდასრულ ბავშვებზე, რომლებიც დიდი ხანია პირადად წარმართავენ პროფესიულ ცხოვრებას. ასეთი წესებით ხელმძღვანელობა შეგიძლიათ დაიწყოთ ევროპასა და ამერიკაში და ყველა ოჯახის ისტორია გაარკვიოთ და დაიწყოთ ბავშვებისა და შვილიშვილების დევნა, რომელთა წინაპრების ქმედებებს ვინმე არ ეთანხმება. განცხადებები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მე ვცხოვრობ მდიდრული ცხოვრების წესით, იურიდიული თვალსაზრისით ვერ უძლებს შემოწმებას.

მეტიც, ისინი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია იმ ქვეყნისთვის, რომელიც თავს კანონიერ სახელმწიფოდ თვლის. ჩვენ ასევე მშვენივრად გვესმის, რომ ასეთი "ჯადოქრებზე ნადირობისა" და ყველაფერი რუსულის მიმართ გაბრაზება და სიძულვილის დრო აშკარად არ არის. როგორც ჩანს, უფლებები განსხვავებული დარჩა სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის.

მთელი გულით მინდა ვურჩიო ამერიკელ პოლიტიკოსებს, ყურადღება მიაქციონ ვიეტნამში მებრძოლთა შვილებს, რომლებმაც დაბომბეს იუგოსლავია, რა თქმა უნდა, არ დაივიწყოთ კორეა, ლიბია, ერაყი, ავღანეთი...

ამერიკაში პირველად და როგორც ჩანს, საბოლოოდ 9 წლის ასაკში ვიყავი... მე მესმის, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს არაფერი აქვთ საერთო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებასთან არც ამერიკაში და არც რუსეთში... მიუხედავად ამისა, მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეწყვიტონ ჯადოქრებზე ნადირობა, რომელიც დაიწყო. მაგრამ ზოგადად, მინდა დავამატო, რომ ვამაყობ, რომ რუსი ვარ".

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ ლიზა პესკოვამ რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით "ინსტაგრამის" "სთორიში" გამოაქვეყნა წარწერა, "არა ომს". თუმცა "ინსტაგრამიდან" მისი ეს პოსტი მალევე წაიშალა.

ლიზა დიმიტრი პესკოვის უფროსი ქალიშვილია, მეორე ქორწინებიდან. ის ლიზას დედას, ეკატერინა სოლოცინსკაიას 2012 წელს დაშორდა. მას შემდეგ, ეკატერინა პარიზში რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი იყო.

ელიზავეტა პესკოვა 11 წლიდან პარიზში ცხოვრობდა და სწავლობდა, რუსეთში იშვიათად ჩადიოდა. გოგონა ხუთ ენაზე საუბრობს. ბოლო პერიოდში ხშირად აქვეყნებს ფოტოებს მოსკოვიდან.

2016 წელს რუსი დეპუტატების რეკომენდაცია - იმ მაღალჩინოსნების შვილები, რომლებიც ევროპაში იღებდნენ განათლებას, რუსეთში დაბრუნებულიყვნენ, სასტიკად გააპროტესტა.

"ეს რუსეთისთვის ძალიან მომგებიანია და არანაირად არ აზიანებს პატრიოტიზმს. ევროპაში ცხოვრების გამოცდილება, რუსეთისთვისაც ძალიან მომგებიანია, თუ კი მას სწორად გამოიყენებ…" - აცხადებდა ელიზავეტა. მისმა განცხადებამ, რომ რუსეთის განათლების სისტემა არის "შხამი", რუსი ინტერნეტმომხმარებლების მწვავე რეაქცია გამოიწვია.