როცა თვითმფრინავები არიან ცაში და ბომბავენ ქალაქებს, არანაირი სანქციები არ აჩერებს აგრესორს, სანქციებს შეუძლიათ მხოლოდ დახმარება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ყოფილმა ეკონომიკურმა მრჩეველმა და ვაშინგტონში უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის ექსპერტმა, ანდრეი ილარიონოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციებმა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა, შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში იმუშაოს.
"ეკონომიკური სანქციები არ აჩერებს აგრესორს. როცა თვითმფრინავები არიან ცაში და ბომბავენ ქალაქებს, არანაირი სანქციები არ აჩერებს აგრესორს. ასეთ აგრესიის გაჩერება შეიძლება მხოლოდ ძალისმიერი წინააღმდეგობის გაწევით.
სანქციებს შეუძლიათ მხოლოდ დახმარება და დახმარების გაწევა. ამ სანქციებმა შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში იმუშაოს. საჭიროა სხვა ტიპის სანქციები. ძალიან საჭიროა მაგალითად იქნება ემბარგოს დადება ნავთობსა და გაზის მიწოდებაზე," - განაცხადა ანდრეი ილარიონოვმა "მთავარი არხის" ეთერში.
როგორც მან აღნიშნა, "ძალისმიერი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ამ ომის გაჩერება შეუძლებელია".