ავტორი:

"ეს ახალი პაკეტი უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას გაუწევს" - რას სთავაზობს ჯო ბაიდენი უკრაინას? პრესკონფერენციის დეტალები

"ეს ახალი პაკეტი უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას გაუწევს" - რას სთავაზობს ჯო ბაიდენი უკრაინას? პრესკონფერენციის დეტალები

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის ოდენობით დამატებითი დახმარების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამოსვლისას ისაუბრა.

როგორც CNN-ი წერს, მთლიანობაში, დახმარების საერთო ოდენობა ერთ მილიარდს შეადგენს, რის შესახებაც გასულ კვირიას გახდა ცნობილი.

"ეს აღჭურვილობის პირდაპირი გადაცემაა ჩვენი თავდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინელი სამხედროებისთვის, რათა დაეხმაროს მათ ამ შემოჭრის წინააღმდეგ. მადლობას ვუხდი კონგრესს ამ სახსრების გამოყოფისთვის. ეს ახალი პაკეტი თავისთავად უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას გაუწევს.

ის შეიცავს: 800 საზენიტო სისტემას, რათა უკრაინელმა სამხედროებმა შეძლონ თვითმფრინავები და ვერტმფრენები მოიგერიონ, რომლებიც თავს ესხმიან მათ ხალხს უკრაინის საჰაერო სივრციდან“ , - განაცხადა პრეზიდენტმა.

"მსოფლიო ერთიანია უკრაინისადმი ჩვენ მხარდაჭერაში და ჩვენ მზადყოფნაში ვაიძულოთ (პრეზიდენტი ვლადიმერ) პუტინი გადაიხადოს ძალიან მაღალი ფასი. ამერიკა სათავეში უდგას ამ ძალისხმევას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რითაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების უზარმაზარ დონეს“ - განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მეტი გაკეთდება.