ავტორი:

"წარმატებით დასრულდა ოპერაცია" - მელიტოპოლის მერი ტყვეობიდან გათავისუფლდა

"წარმატებით დასრულდა ოპერაცია" - მელიტოპოლის მერი ტყვეობიდან გათავისუფლდა

მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი ტყვეობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ტიმოშენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.

"ახლახანს წარმატებით დასრულდა მელიტოპოლის მერის ივან ფიოდოროვის ტყვეობიდან გათავისუფლების ოპერაცია. ვანია უსაფრთხოდ არის. მხოლოდ პრეზიდენტი და ოფისის ხელმძღვანელობა ესაუბრა მას“, - წერს ტიმოშენკო.

მისი თქმით, ძალიან მალე ფიოდოროვი დაუბრუნდება მოვალეობის შესრულებას.

ცნობისთვის, 11 მარტს რუსმა სამხედროებმა მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი გაიტაცეს. მის კაბინეტში 10-მდე პირი შეიჭრა, თავზე შავი პარკი ჩამოაცვეს და უცნობი მიმართულებით ავტომანქანით გაემართნენ.