ავტორი:

რუსებმა დაბომბეს მარიუპოლის თეატრი, რომელსაც ბავშვები აფარებდნენ თავს და რომლის ტერიტორიაზე დიდი, თეთრი ასოებით იყო გაკეთებული წარწერა: "ბავშვები" - BBC

რუსებმა დაბომბეს მარიუპოლის თეატრი, რომელსაც ბავშვები აფარებდნენ თავს და რომლის ტერიტორიაზე დიდი, თეთრი ასოებით იყო გაკეთებული წარწერა: "ბავშვები" - BBC

BBC-ის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის თეატრი დაბომბეს, რომელშიც ბავშვები იყვნენ შეფარებული.

ბრიტანული მედიასაშუალება ავრცელებს სატელიტით გადაღებულ სურათს, რომელზეც ჩანს, რომ თეატრის წინ და უკანა მხარეს მიწაზე დიდი თეთრი ასოებით რუსულ ენაზე გამოსახულია სიტყვა „ბავშვები“.

ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თეატრს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე თავშესაფრად იყენებდა, თუმცა დღეს ის რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსებმა თეატრის მიმართულებით საჰაერო შეტევა „გამიზნულად და ცინიკურად“ მიიტანეს, თუმცა, როგორც BBC აცხადებს, აღნიშნული ინფორმაცია ნეიტრალური წყაროს მიერ არ გადამოწმებულა.

ბრიტანული მედიასაშუალების განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თეატრის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია უარყო.