კიევში ვიზიტის შემდეგ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი დღეს საქართველოში ჩამოვა და ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება, - ინფორმაციას პოლონეთის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრები განიხილავენ რუსული აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედებებს უკრაინაში, ასევე, კიევში პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შედეგებს.
ამასთან, პრემიერ-მინისტრები განიხილავენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, კერძოდ, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ახლახან წარდგენილ განცხადებას.
გარდა ამისა, პოლონეთის მთავრობის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფართო პაკეტის განხორციელებაში საქართველოს ჩართულობაზე ისაუბრებს. ასევე განიხილება ეკონომიკური სანქციების გავლენა ქვეყნებზე, რომლებიც გმობენ რუსეთის აგრესიას და მიმდინარე მიგრაციულ ვითარებას.
ბათუმში, 17 მარტს, პოლონეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები გახსნიან პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძეგლს. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ომის დროს ლეხ კაჩინსკი სხვა ლიდერებთან ერთად საქართველოს მხარდასაჭერად თბილისში იმყოფებოდა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტსა და ირაკლი ღარიბაშვილთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს მთავრობაც.
"პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები ერთობლივად გახსნიან პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლს, რომელიც ახალ ბულვარში დაიდგა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს თავად პოლონეთის მთავრობაც. მათი ცნობით, შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრები განიხილავენ რუსული აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედებებს უკრაინაში, ასევე, კიევში პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შედეგებს.
ამასთან, პოლონეთის პრემიერის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრები განიხილავენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, კერძოდ, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ახლახან წარდგენილ განცხადებას.
გარდა ამისა, პოლონეთის მთავრობის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფართო პაკეტის განხორციელებაში საქართველოს ჩართულობაზე ისაუბრებს. ასევე განიხილება ეკონომიკური სანქციების გავლენა ქვეყნებზე, რომლებიც გმობენ რუსეთის აგრესიას და მიმდინარე მიგრაციულ ვითარებას.