ავტორი:

ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას... მუდამ იქნება კარგი ძალა უკრაინისთვის, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად - უკრაინაში ჩინეთის ელჩი

ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას... მუდამ იქნება კარგი ძალა უკრაინისთვის, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად - უკრაინაში ჩინეთის ელჩი

უკრაინაში ჩინეთის ელჩმა, ფან ქსიანრონგმა, უკრაინელების ერთიანობა და წინააღმდეგობის უნარი შეაქო.

ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციას ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაზე ჩინეთის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა მხარს დაუჭერს უკრაინას ეკონომიკურად და პოლიტიკურად.

"ჩინეთი უკრაინელი ხალხის მეგობარი ქვეყანაა. როგორც ელჩმა, შემიძლია პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩინეთი მუდამ იქნება კარგი ძალა უკრაინისთვის, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ თქვენს სახელმწიფოს, განვავითარებთ ურთიერთობებს თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე. პატივს ვცემთ უკრაინელების მიერ არჩეულ გზას, რადგან ეს არის ყველა ერის სუვერენული უფლება“, - აღნიშნა ელჩმა.