ავტორი:

"არ მინდა სხვას ვაწყენინო, უნდა ვთქვა..." - სააკაშვილის განცხადებით, დემნა გვასალიამ მას საჩუქრად უკრაინის დროშის ფერებიანი მაისური გამოუგზავნა

"არ მინდა სხვას ვაწყენინო, უნდა ვთქვა..." - სააკაშვილის განცხადებით, დემნა გვასალიამ მას საჩუქრად უკრაინის დროშის ფერებიანი მაისური გამოუგზავნა

საქართველოს ექსპრეზიდენტ, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დიზაინერმა დემნა გვასალიამ მას გამოუგზავნა მაისური უკრაინის დროშის ფერებით. ამის შესახებ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა და დემნას საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა.

"ეს არის მაისური, რომელიც საჩუქრად გამომიგზავნა დემნა გვასალიამ, ყველაზე ნიჭიერმა ქართველმა დიზაინერმა, არ მინდა სხვას ვაწყენინო, უნდა ვთქვა, მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა.

ის აფხაზეთიდან დევნილი არის. მინდა დემნას აქედან დიდი მადლობა შევუთვალო ასეთი ძვირფასი საჩუქრისთვის. მე ამას მთელი ცხოვრება შევინახავ“,- განაცხადა სააკაშვილმა.