ავტორი:

"მთავრობის წევრებს რუსეთის ხსენება აკრძალული გაქვთ? პრემიერი რომ ამბობს ლოცვები გავაძლიეროთო, რომელი მღვდელი ეგ გვყავს?" - რომან გოცირიძე გომელაურს

"მთავრობის წევრებს რუსეთის ხსენება აკრძალული გაქვთ?  პრემიერი რომ ამბობს ლოცვები გავაძლიეროთო, რომელი მღვდელი ეგ გვყავს?" - რომან გოცირიძე გომელაურს

პრემიერ-მინისტრი რატომ არ ამბობს ერთ სიტყვას რუსეთზე? ლოცვები გავაძლიეროთო რომ ამბობს, რომელი მღვდელი ეგ გვყავს? - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც "მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

გოცირიძემ გომელაურს მიმართა, როგორც მთავრობის წევრმა თქვას, რომ "რუსეთი უკრაინას თავს დაესხა და ის აგრესორია“.

"მინისტრებს და მთავრობის წევრებს რუსეთის ხსენება აკრძალული გაქვთ? შეგიძლიათ, ახლა გამოხვიდეთ და თქვათ, რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას? პრემიერ-მინისტრმა ამ ომის დაწყებიდან ერთხელაც არ ახსენა რუსეთი, დეპუტატებმაც კი სულ 5 დღის წინ პირველად ახსენეს, რომ რუსეთი აგრესორია, რადგან ერთი ამბავი მოვუწყე კომიტეტზე. მაშინ მიიღეთ სიგნალი - მოდით, მთავრობამ არ ახსენოს, პარლამენტმა ახსენოს.

პრემიერ-მინისტრი რატომ არ ამბობს ერთ სიტყვას რუსეთზე? ლოცვები გავაძლიეროთო, რომ ამბობს, რომელი მღვდელი ეს გვყავს? რომ დაბრუნდებით მთავრობის სხდომაზე, ჰკითხეთ პრემიერ-მინისტრს, აპირებს თუ არა სიტყვა რუსეთი ამოღერღოს. თქვენგან, როგორც მთავრობის წევრისგან მოველით სიტყვებს, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა და ის აგრესორია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მან შინაგან საქმეთა მინისტრს კიდევ ერთი კითხვა დაუსვა და მიმართა, რომ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ჩეჩნეთიდან საქართველოსკენ მომავალი გზის მშენებლობის გაგრძელების საკითხზე.

"რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ მოაწყო თათბირი ჩრდილოეთ კავკასიაში, გროზნოში, ამ რესპუბლიკების ხელმძღვანელებთან და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენელთან, სადაც კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი იმის თაობაზე, რომ ჩეჩნეთიდან საქართველოსკენ მომავალი გზის მშენებლობა გაგრძელდეს. შეგიძლიათ თქვათ თუ არა, რომ ეს დაუშვებელია და რომ საქართველოს მხარეზე არაფერი სამუშაო არ ჩატარდება; რომ ეს არ არის ეკონომიკური თანამშრომლობის და მშვიდობის გზა, ეს არის ომის გზა. ჩვენ არ გჭირდება ოკუპანტ სახელმწიფოსთან ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც ძირს გამოუთხრის ქვეყნის უსაფრთხოებას“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.