ავტორი:

ატირებული "ინფლუენსერების" დასამშვიდებლად, რუსეთში "ინსტაგრამის" ანალოგი, "როსგრამი" შექმნეს

ატირებული "ინფლუენსერების" დასამშვიდებლად, რუსეთში "ინსტაგრამის" ანალოგი, "როსგრამი" შექმნეს

რუსეთის მთავრობამ თავის მოქალაქეებს სოციალური ქსელები, "ინსტაგრამი“ და "ფეისბუქი“ დაუბლოკა. განსაკუთრებით "მტკივნეული“საზოგადოების ნაწილისთვის "ინსტაგრამთან“ გამომშვიდობება აღმოჩნდა.

"რუსმა "ინფლუენსერებმა" ატვირთეს ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ ტირიან და ამბობენ, რომ აღნიშნული სოციალური ქსელი არა მხოლოდ მათი შემოსავლის წყარო, არამედ მათი "სულის ნაწილი“ იყო.

აღელვებული მოქალაქეების დამშვიდება რუსეთში იმით გადაწყვიტეს, რომ "ინსტაგრამის“ ანალოგიური სოციალური ქსელი შექმნეს. რუსულ ინსტაგრამს "როსგრამი“ უწოდეს და მისი გამოყენება მომხმარებლებმა უკვე მარტის ბოლოდან უნდა შეძლონ.

"როსგრამს" ექნება "ინსტაგრამის“ ანალოგიური ფუქნციები, მათ შორის, მონეტიზაციის შესაძლებლობა.