პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც "მინისტრის საათის" ფორმატში შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს უსმენენ, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
სესიაზე "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საქართველოს პარლამენტისთვის უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის ინიციატივით გამოვიდა.
სამადაშვილის აღნიშნულ ინიციატივას სოზარ სუბარმა უპასუხა რეპლიკით, რომ ოპოზიციას პასუხი ჯერ იმაზე გაეცა, თუ რატომ აზიანებენ საქართველოს იმიჯს უცხოური მედიით. მამუკა მდინარაძემ კი ოპონენტებს მიმართა, რომ საქმით რუსები არიან, ხოლო ტლიკინით - ევროპელები.
საბოლოოდ, კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.