ავტორი:

არნოლდ შვარცნეგერი პუტინს მიმართავს - "თქვენ დაიწყეთ ეს ომი, თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ ეს ომი"

არნოლდ შვარცნეგერი პუტინს მიმართავს - "თქვენ დაიწყეთ ეს ომი, თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ ეს ომი"

მსახიობმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის შეჩერება სთხოვა და რუს ჯარისკაცებს მიმართა, რომ მათი სიცოცხლე ეწირება "უაზრო ომს, რომელიც მთელი მსოფლიოს მიერაა დაგმობილი".

გავრცელებულ ვიდეოში, შვარცენეგერი ამბობს, რომ "რუსი ხალხის ძალა და გული" ყოველთვის შთააგონებდა მას.

"ეს არ არის ომი რუსეთის დასაცავად, რომლისთვისაც თქვენი ბაბუები ან თქვენი დიდი ბაბუები იბრძოდნენ. ეს არის უკანონო ომი”, - აღნიშნა კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა.

შვარცენეგერი რუსეთის პრეზიდენტსაც პირდაპირ მიმართა.

"პრეზიდენტ პუტინს მე ვეუბნები: თქვენ დაიწყეთ ეს ომი. თქვენ ხელმძღვანელობთ ამ ომს. თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ ეს ომი”, - დასძინა მან.