ლუგანსკის ოლქში სევეროდონეცკში რუსეთის ჯარმა დედათა და ბავშვთა თავშესაფარი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური სერგეი გაიდაი სოციალურ ქსელში წერს.
"სევეროდონეცკში ოკუპანტებმა დედათა და ბავშვთა თავშესაფარი დაბომბეს. თავშესაფრის მცხოვრებლები და თანაშრომლები უსაფრთხოდ არიან“, - წერს გაიდაი.
მისივე თქმით, აღნიშნულ დაწესებულებას მტრის თავდასხმისგან თავდასაცავად უამრავი დედა და ბავშვი აფარებს თავს.
მანვე განაცხადა, რომ ლუგანსკში უსაფრთხო ადგილები აღარ დარჩა.