ავტორი:

"ცნობილი ქართველი მომღერალი უცხო ქვეყანაში, თავშესაფარში ცხოვრობს... ვერ შევძელით მისი დაბრუნება" - რას წერს მაკა რაზმაძე?

"ცნობილი ქართველი მომღერალი უცხო ქვეყანაში, თავშესაფარში ცხოვრობს... ვერ შევძელით მისი დაბრუნება" - რას წერს მაკა რაზმაძე?

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ცნობილი ქართველი მომღერალი ინგა ფერაძე საზღვარგარეთ, თავშესაფარში ცხოვრობს. რაზმაძე მომღერალს იუბილეს ულოცავს, თუმცა იქვე დასძენს, რომ ფერაძე მის მილოცვას ვერ წაიკითხავს, რადგან არ აქვს ტელეფონი და ინტერნეტთან წვდომა.

"დღეს ჩემი საყვარელი მეგობრის, მომღერლის და ვარსკვლავის ინგა ფერაძის დაბადების დღეა. ის ამ მოლოცვას ვერ წაიკითხავს, ვერც ამ ფოტოებს ნახავს და ვერც თქვენს მოწერილ სიყვარულით სავსე კომენტარებს....

მას აღარც ტელეფონი აქვს,აღარც ინტერნეტთან წვდომა და აღარც სახლი... ინგა დღეს უცხო ქვეყანაში თავშესაფარში ცხოვრობს. ვერ შევძელით მისი საქართველოში დაბრუნება,რასაც ასე გვთხოვდა ყველას...

მაინც მივულოცოით, ზუსტად ვიცი ის ამას იგრძნობს, რადგან მასაც ისევე უყვარხართ ყველანი, როგორც ქართველ მსმენელს უყვარს ინგა" - წერს მაკა რაზმაძე.

ცნობისთვის, მომღერალი ინგა ფერაძე წლებია ემიგრაციაშია. ის გარკვეული პერიოდი ბრიუსელის გარეუბანში სოციალურ ბინაში ცხოვრობდა და საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობდა. მისი მეგობრები მუდმივად ავრცელებნენ ინფორმაციას მომღერლის გაჭირვების შესახებ და საზოგადოებას დახმარებას სთხოვდნენ.

ინგა ფერაძემ საქართველოში პოპულარული 70-80-იან წლებში იყო. ის ქალაქური ჟანრის სიმღერებს მღეროდა. ატარებდა წარმატებულ კონცერტებს, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. უკვე რამდენიმე წელია ბელგიაში, ემიგრაციაში იმყოფება. ფერაძე გარკვეული პერიოდი ქალაქ ბრიუსელში ევანგელისტურ ეკლესიაში გალობდა.