ავტორი:

"ხანგრძლივი სიცოცხლე სჯობს ფულს, რომელსაც ხანმოკლე სიცოცხლის სანაცვლოდ გთავაზობენ"- ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტებს

"ხანგრძლივი სიცოცხლე სჯობს ფულს, რომელსაც ხანმოკლე სიცოცხლის სანაცვლოდ გთავაზობენ"- ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დაქირავებულ უცხოელ მებრძოლებს აფრთხილებს, რომ რუსული ძალების გვერდით უკრაინაში ბრძოლა ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იქნება მათ ცხოვრებაში.

"მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები იწვევენ დაქირავებულებს სხვა ქვეყნებიდან და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა შეიტყუონ სამხედრო სამსახურში. ეს იქნება ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება თქვენს ცხოვრებაში. ხანგრძლივი სიცოცხლე სჯობს ფულს, რომელსაც ხანმოკლე სიცოცხლის სანაცვლოდ გთავაზობენ,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

"ოკუპანტები ფიქრობდნენ, რომ მოდიოდნენ უკრაინაში, რომელიც 2014-2015 წლებში უნახავთ, მაგრამ ახლა ჩვენ განსხვავებულები ვართ" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ეს საშუალებას გვაძლევს დავიცვათ თავი სრულმასშტაბიანი თავდასხმისგან 22 დღის განმავლობაში. ეს არის ყველაფერი, რაც ჩვენ გავაკეთეთ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი თავდაცვისთვის, ჩვენი ტაქტიკებისთვის, რომლის გამჟღავნება არ შეიძლება, სანამ ომი მიმდინარეობს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ასევე არ შეიძლება რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების ტაქტიკის გამჟღავნება.

"მოლაპარაკებები მშვიდობის, სუვერენიტეტის, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ნების გამო. უმჯობესია მუშაობა ჩუმად, ვიდრე ტელევიზიით, რადიოში ან ფეისბუქზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ: