ავტორი:

რუსულ ჯარს საკვებისა და საწვავის დეფიციტი აქვს - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსულ ჯარს საკვებისა და საწვავის დეფიციტი აქვს - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაზვერვის მონაცემების შეფასებით, რუსული ძალები უკრაინაში შეტევის შესანარჩუნებლად იბრძვიან.

"ლოგისტიკური პრობლემები კვლავ არსებობს. ჯარისკაცებმა ვერ შეძლეს თავიანთი საჯარისო ნაწილების ეფექტურად მომარაგება საკვებითა და საწვავით,“- აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული კონტრშეტევები რუსეთს აიძულებს, ჯარისკაცების დიდი რაოდენობა მიწოდების ხაზების დასაცავად მიმართოს.

"უკრაინის მხრიდან უწყვეტი კონტრშეტევები აიძულებს რუსეთს, ჯარისკაცების დიდი რაოდენობა მიწოდების ხაზების დასაცავად მიმართოს. ეს მკვეთრად ზღუდავს რუსეთის თავდასხმის პოტენციალს,“- აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.