ავტორი:

რუსეთის თავდასხმას უკრაინაში 109 ბავშვი ემსხვერპლა, 130 კი დაშავდა - უკრაინის გენერალური პროკურატურა

რუსეთის თავდასხმას უკრაინაში 109 ბავშვი ემსხვერპლა, 130 კი დაშავდა - უკრაინის გენერალური პროკურატურა

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 18 მარტის მდგომარეობით, 109 ბავშვი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა, - ამ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

"დაბომბვისა და ავიაიერიშის შედეგად დაზიანდა 439-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, მათგან 63 მთლიანად განადგურდა. ყველაზე მეტი დაზიანდა დონეცკში - 126, ხარკოვში - 77, ნიკოლაევში - 39, სუმიში - 32, კიევში - 41, ხერსონის რაიონი კი - 21", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც გენერალურ პროკურატურაში აღნიშნეს, ეს მონაცემები საბოლოო არ არის იმის გამო, რომ არ არსებობს შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესაძლებლობა, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, რუსეთი ყოველდღიურად სულ მცირე 5 უკრაინელ ბავშვს კლავს.