ავტორი:

"მტერი აგზავნის დამატებით ჯარებს უკრაინაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან - ჯარისკაცები სახმელეთო გზით გადაჰყავთ" - ანდრეი კასიანოვი

"მტერი აგზავნის დამატებით ჯარებს უკრაინაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან - ჯარისკაცები  სახმელეთო გზით გადაჰყავთ" - ანდრეი კასიანოვი

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის ინფორმაციით, რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და სომხეთიდან უკრაინაში დამატებით ჯარს აგზავნის.

როგორც მან უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსულ ჯარს აქვს პრობლემები შევსებასთან დაკავშირებით.

"ახლა ვიღებთ დასტურს, რომ მტერი აგზავნის დამატებით ჯარებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ქალაქიდან: სომხეთიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცების ეს გადაყვანა სახმელეთო კომბინირებული გზით ხორციელდება. საქართველოს საჰაერო სივრცის აგრესორი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოყენება ჯერ არ დაფიქსირებულა. მიუხედავად რუსეთის ხელმძღვანელობის განზრახვისა, დამალოს რუსეთის დანაკარგების მასშტაბები ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით, იქ უკვე მასშტაბურად არის საფლავები და მიმდინარეობის დაკრძალვა. რუსი ტყვეების რაოდენობა იზრდება. უკრაინაში მათ უზრუნველყოფენ ყველაფრით, რაც ჟენევის კონვენციითაა გათვალისწინებული. ხოლო აგრესორ ქვეყანას წითელი ჯვრის გათვალისწინებული დირექტივებით არ აქვს წვდომა სამხედრო ტყვეებთან და ლტოლვილებთან“, - განაცხადა კასიანოვმა.