ავტორი:

"ერთი პრეზიდენტის ინსტიტუტი იყო დარჩენილი და ისიც სადღაც "გააკატავეს“ - ეგზეკუცია მოუწყვეს" - გიორგი გახარია

"ერთი პრეზიდენტის ინსტიტუტი იყო დარჩენილი და ისიც სადღაც "გააკატავეს“ - ეგზეკუცია მოუწყვეს" - გიორგი გახარია

"ერთი პრეზიდენტის ინსტიტუტი იყო დარჩენილი და ისიც სადღაც "გააკატავეს“, - ამის შესახებ "საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "რეზიუმეში“ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს “ეგზეკუცია მოუწყვეს“.

"პოლარიზაცია მარტო ის კი არ არის, რომ აქეთ მხარეს "ოცნება“ და იქით მხარეს "ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ბოდიში და აგინებენ: ერთი ომის ძალას დაუძახებს, მეორე - რუსულ ძალას დაუძახებს და სისულელეები. პოლარიზაცია არის ყველაზე სახიფათო და მტრისთვის ნაყოფიერი საფუძველი. დღეს ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები უნდა ისხდნენ და მთელი გეგმა ჰქონდეთ როგორ ებრძვიან ამ პოლარიზაციას და რა გეგმა აქვთ ქვეყნის კონსოლიდაციის. ასეთი არაფერი ხდება.

გამოვიდნენ აგერ და კიდევ, ერთი ინსტიტუტი იყო პრეზიდენტის დარჩენილი და ისიც სადღაც "გააკატავეს“. ვერ ვხვდები უბრალოდ მაგის მიზანი რა იყო, საბოლოო ჯამში.

დღეს მთავრობა უნდა ეძებდეს, რა გვაერთიანებს, რა არის ის, რაც პარტიულ ინტერესზე მაღლაა. პარტიული ინტერესი შეიძლება უფრო მაღლა იდგეს, ვიდრე სუვერენიტეტია, ომია, უსაფრთხოებაა და ევროპული ინტეგრაცია შენი ქვეყნის? ვინმე არის ამ ქვეყანაში, მარგინალების გარდა, ვინც ამას არ ეთანხმება?- არავინ, მაგრამ მაინც პოულობენ რაღაცას. პრეზიდენტს, რომელსაც არაფერი გაუკეთებია, ერთადერთი რაც თქვა, დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა თავისის შეფასება გააკეთა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების და მოუწყვეს ეგზეკუცია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.