ავტორი:

"ცხელ-ცხელი ექსკლუზივი მარიუპოლის მისადგომებიდან! ქართველების ნაჩუქარმა დრონმა დააფიქსირა ორკების კოლონა" - რას წერს დავით მრელაშვილი

"ცხელ-ცხელი ექსკლუზივი მარიუპოლის მისადგომებიდან! ქართველების ნაჩუქარმა დრონმა დააფიქსირა ორკების კოლონა" - რას წერს დავით მრელაშვილი

ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველი ნევროლოგი დავით მრელაშვილი სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ უკრაინაში დრონების პარტია გაგზავნა, თვითონ კი პოლონეთში წავიდა უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების გასაწევად.

ამჯერად კი მრელაშვილი ასეთ ინფორმაციას აქვეყნებს:

"ცხელ-ცხელი ექსკლუზივი მარიუპოლის მისადგომებიდან! ქართველების ნაჩუქარმა ერთ-ერთმა დრონმა დააფიქსირა ორკების კოლონა, რომელიც ცდილობდა მარიუპოლში გადასასვლელი ხიდის აღდგენას (რათა მძიმე ტექნიკა შეეყვანათ).

რა თქმა უნდა, დრონის პილოტებმა გადასცეს არტილერიას ზუსტი კოორდინატები, რომლებმა ადგილზევე დაადუღეს, ხიდამდე მისვლა არ დაჭირდადთ პ.ს. ეს ერთი დრონის გაკეთებული ერთი საათის საქმეა. და ესეთი ბეეევრი ჰყავთ ცაში ყველა ცხელ წერტილში რასაც მტრის რადარი ვერ აფიქსირებს.

პ.პ.ს. ყველაფერს აქ ვერ გამოვდებ, მაგრამ დღის პოზიტივს წაადგება", - წერს ექიმი.'