ავტორი:

"გარკვეული ასაკიდან უფლება გვაქვს, ჩუმად წავიდეთ ჯოჯოხეთში" - ალენ დელონი აპირებს, როცა დრო მოვა, სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულოს

"გარკვეული ასაკიდან უფლება გვაქვს, ჩუმად წავიდეთ ჯოჯოხეთში" - ალენ დელონი აპირებს, როცა დრო მოვა, სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულოს

ლეგენდარულ ფრანგ მსახიობს, ალენ დელონს არ სურს იყოს უძლური მოხუცი, რომელსაც სხვადასხვა დაავადება სტანჯავს და უნდა, რომ სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულოს. ამ თემაზე ფრანგულ RTL-თან ალენ დელონის ვაჟმა, ენტონი დელონმა ისაუბრა.

ენტონის თქმით, მამამ მას სთხოვა ამის შესახებ და გაანდო თავისი განზრახვა. უმცროსი დელონის თქმით, ის დაჰპირდა მამას, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმის დროს, როცა ამის დრო დადგება, მის გვერდით იქნებოდა.

ალენ და ენტონი დელონები

აღსანიშნავია, რომ მანამდე ალენ დელონმა TV5 Monde-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ის არ იყო ევთანაზიის წინააღმდეგი.

"მე ვცხოვრობ შვეიცარიაში, სადაც ევთანაზია ლეგალურია და ამის წინააღმდეგი არ ვარ იმიტომ, რომ ყველაზე ლოგიკური და ბუნებრივია. გარკვეული ასაკიდან ჩვენ უფლება გვაქვს ჩუმად წავიდეთ ჯოჯოხეთში - საავადმყოფოების, ინექციების და სხვა ყველაფრის გარეშე.

დაბერება საშინელებაა! და ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. ვკარგავთ სახეს, მხედველობას, ფეხზე ვერ ვდგებით. ტანჯვა საშინელებაა“, - ამბობდა მსახიობი.

2020 წლის ივნისში ის პარიზის კლინიკაში შაკიკის მწვავე შეტევით მოათავსეს. მოგვიანებით, მისმა შვილმა მედიასთან თქვა, რომ მსახიობმა ინსულტი მიიღო და შვეიცარიის კლინიკაში მკურნალობდა, სადაც გამოჯანმრთელდა.

წყარო