დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი, რომელიც უკრაინაში წავიდა და მოხალისეთა რიგებში ჩაეწერა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"დეშეკა არ შემხვდა. მაინც ვჩალიჩობ. ძაან მაგარი ამბავია, რომ უცხოური ლეგიონის ლამის ლამის ნახევარი ქართველები ვართ. მხნედ ვართ, მტკიცედ და ველოდებით საბრძოლო დავალებას.
ამ ფოტოზე შუაში ედიშერ შუკვანია, აფხაზეთში ნაომარი მგელი. მე და ჯუღელს ისედაც ნაპერწკლები გვცვიოდა ასეთი მეომრების შემომატების მერე, ლამის დასაბმელები ვართ, სანამ რუსებს ვეძგერებით.
სიკვდილი ოკუპანტებს!
დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!", - წერს ელისაშვილი.