ავტორი:

არსებული ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო გარდაიცვალა

არსებული ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო გარდაიცვალა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი მარიუპოლში დაიღუპა.

ცნობისთვის, უკრაინაში გუშინ 2 ქართველი მებრძოლი გია ბერიაშვილის და დავით რატიანი დაიღუპა. როგორც უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები წერენ, ირპენში დაბომბვაში დაახლოებით 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა.

თავდასხმის დროს ასევე დაიჭრა ერთი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რატიანი და ბერიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრები იყვნენ და უკრაინაში მოხალისედ იბრძოდნენ. მათ თავდაცვის სამინისტრო 2014 წელს დატოვეს.