საქართველოში 52 წლის ქალსა და მის 65 წლის მეუღლეს ტყუპი გოგო-ბიჭი შეეძინა. ინფორმაციას ამის შესახებ "ფეისბუქში" კლინიკა "მედინას" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებენ.
მათივე ცნობით, ბავშვები 15 მარტს დაიბადნენ:
"მედინაში" 52 და 65 წლის ცოლ-ქმარს ტყუპი გოგო-ბიჭი შეეძინა. დავით და მარიამ გოგოლიშვილები 15 მარტს დაიბადნენ.
ახალშობილები საკეისრო კვეთის შედეგად გაჩნდნენ. ქირურგიული ოპერაცია მეან-გინეკოლოგებმა, ჯუმბერ უნგიაძემ და ირინა ნიკურაძემ ჩაატარეს", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.