ავტორი:

"ნაკლებსავარაუდოა, რომ გამარჯვებული პუტინი უკრაინაში გაჩერდეს, მის გამარჯვებას შედეგები მოჰყვება საქართველოსა და მოლდოვაში" - ბორის ჯონსონი

"ნაკლებსავარაუდოა, რომ გამარჯვებული პუტინი უკრაინაში გაჩერდეს, მის გამარჯვებას შედეგები მოჰყვება საქართველოსა და მოლდოვაში" - ბორის ჯონსონი

"ნაკლებსავარაუდოა, რომ გამარჯვებული პუტინი უკრაინაში გაჩერდეს. მის გამარჯვებას შედეგები მოჰყვება საქართველოსა და მოლდოვაში",- ამის შესახებ გაერთანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პუტინის გამარჯვება იქნება დაშინების ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოსავლეთ ევროპაში ბალტიიდან შავ ზღვამდე და ამასთანავე, ეს იქნება მწვანე შუქი ავტოკრატებისთვის მსოფლიოს მასშტაბით.

"ეს გადამწყვეტი მომენტია მსოფლიოსთვის. ახლა არჩევანის გაკეთების მომენტია. ეს არის არჩევანი თავისუფლებასა და შევიწროვებას შორის,“- განაცხადა ბორის ჯონსონმა და აღნიშნა, რომ გაერთიანეული სამეფო სოლიდარულია უკრაინის მიმართ.

"ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით. ათობით ათასი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში თავისი სახლის კარს უხსნის უკრაინელ ხალხს. ყოველ დღე, როცა კი უკრაინელების გმირული წინააღმდეგობა გრძელდება, ნათელი ხდება, რომ პუტინმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა. და საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ, რატომ დაუშვა მან ეს შეცდომა? რატომ გადაწყვიტა შეჭრილიყო ამ აბსოლუტურად უდანაშაულო ქვეყანაში? იმიტომ, რომ თავისუფალ და დემოკრატიულ უკრაინაში მისი რეჟიმისთვის საფრთხე დაინახა.

ცხადია, მას არ სჯეროდა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ნატო-ში გაწევრიანდებოდა. მან არაჩვეულებრივად იცოდა, რომ არ არსებობდა უკრაინის მიწაზე სარაკეტო დანადგარების განთავსების გეგმა. მისი გადაწყვეტილება ამას ნამდვილად არ უკავშირდებოდა და მას უკარაინის აბსოლუტურად სხვა მიზეზის გამო ეშინოდა.

ყოველწლიურად როცა კი უკრაინა წარმატებას აღწევდა თავისუფლების, დემოკრატიისა და ღია ბაზრის მიმართლებით, პუტინს ეშინოდა უკრაინის მაგალითის. რადგან პუტინის რუსეთში ადამიანებს 15 წლით აპატიმრებენ იმის გამო, რომ მათ შეჭრას შეჭრა უწოდონ და ვინც არჩევნებზე პუტინის წინააღმდეგ გამოდის, წამლავენ ან ესვრიან. ალბათ სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი და უკრაინა ისტორიულად ამდენად ახლოს იყვნენ, პუტინს ასე ძალიან ეშინოდა უკრაინის გავლენის მასსა და მის ქვეყანაზე,“- განაცხადა ბორის ჯონსონმა.