ავტორი:

როგორ ცხოვრობს ალა პუგაჩოვა რუსეთიდან წასვლის შემდეგ და რა ფოტო ვრცელდება სოციალურ ქსელში

როგორ ცხოვრობს ალა პუგაჩოვა რუსეთიდან წასვლის შემდეგ და რა ფოტო ვრცელდება სოციალურ ქსელში

რუსეთში ალა პუგაჩოვას ქვეყნიდან წასვლა ჯერ კიდევ ვერ გადაიტანეს. "პრიმადონაზე" ყოველდღიურად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია.

თავდაპირველი ვერსიით ალა ოჯახით შვილთან გაიქცა ამერიკაში, თუმცა შემდეგ წერდნენ, რომ ბრიტანეთში იმყოფებოდა. ბოლო ინფორმაციით პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი ტყუპ შვილთან ერთად ისრაელში, საყვარელ ქალაქ კესარიაში ისვენებდნენ.

დღეს "ინსტაგრამის" არხზე НеМалахов გამოჩნდა ალას ოჯახური ფოტო წარწერით, "ალა პუგაჩოვა და მისი ოჯახი ისრაელში სეირნობისას..."

ფოტოზე ჩანს, რომ ალა პუგაჩოვა მეუღლესთან მაქსიმ გალკინთან და შვილებთან ლიზა და ჰარისთან ერთად ქუჩაში სეირნობს.

სურათი სავარაუდოდ ისრაელშია, გადაღებული.

ვარსკვლავურმა წყვილმა რუსეთი მას შემდეგ დატოვა, რაც ცოლ-ქმარმა ომის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს. ამის შემდეგ გალკინს რუსეთში ყველა გამოსვლა გაუუქმეს.

ოჯახთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ ვარკვლავური ოჯახი იძულებული გახდა რუსეთის ფედერაცია დაეტოვებინა, რადგან ეშინიათ შვილების მომავლის.