უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას ქართველი მებრძოლები ემსხვერპლნენ.
მომხდარს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე თბილისის მერი, კახა კალაძეც ეხმიანება და სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
"უკრაინაში მიმდინარე ომს შეწირულ უკრაინელ ბავშვებს, ქალებს, მამაკაცებს შორის ჩვენი ქართველი ბიჭებიც არიან. უკრაინის და საქართველოს ტკივილი საერთოა,
ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც.ვიზიარებ გია ბერიაშვილის, დავით რატიანის, ბახვა ჩიქობავას ოჯახის წევრების, მათი მეგობრების მწუხარებას!" - აღნიშნავს კალაძე.