ავტორი:

"ფრონტის ხაზი სავსეა რუსი ჯარისკაცების გვამებით... რა გაგიკეთეს წლების განმავლობაში, რომ თქვენი დანაკარგების შენიშვნის უნარი დაკარგეთ?" - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს

"ფრონტის ხაზი სავსეა რუსი ჯარისკაცების გვამებით... რა გაგიკეთეს წლების განმავლობაში, რომ თქვენი დანაკარგების შენიშვნის უნარი დაკარგეთ?" - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის ფრონტის ხაზი "რუსი ჯარისკაცების გვამებითაა სავსე".

"განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლების ადგილებში, ჩვენი თავდაცვის ფრონტის ხაზი სავსეა რუსი ჯარისკაცების გვამებით და არავის მიაქვს ეს გვამები. გვესმის, რომ რუსეთს აქვს მხოლოდ უძირო ადამიანური რესურსი და უამრავი აღჭურვილობა, რაკეტები, ბომბები. მაგრამ მინდა ვკითხო რუსეთის მოქალაქეებს: რა გაგიკეთეს წლების განმავლობაში, რომ თქვენი დანაკარგების შენიშვნის უნარი დაკარგეთ?“- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა "უპრეცედენტო დანაკარგები" განიცადეს და რომ ზოგიერთი რუსული ქვედანაყოფი "80-90%-ით განადგურდა".

ზელენსკის განცხადებით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ რუსი ოკუპანტებისგან განსხვავებით, იციან, როგორ იბრძოლონ პროფესიონალურად.

"უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის 24-ე დღე დასრულდა. რვაწლიანი აგრესიის შემდეგ, უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ მათ იციან, როგორ იბრძოლონ უფრო პროფესიონალურად, ვიდრე არმიამ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იბრძვის სხვადასხვა რეგიონსა და სხვადასხვა პირობებში. ჩვენ სიბრძნით და გამბედაობით ვპასუხობთ უკრაინაში გამოგზავნილ მათ აღჭურვილობასა და ჯარისკაცებს.

ამიტომ, მაგალითად, უკრაინული ჩორნობაივკა შევა ომის ისტორიაში. ეს ის ადგილია, სადაც რუსმა სამხედროებმა და მათმა მეთაურებმა თავი ისე გამოიჩინეს, როგორებიც არიან: არაკომპეტენტურები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი ხალხი უბრალოდ სასაკლაოზე მიიყვანონ,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, "ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ თუ რუსეთი ახლა არ დაისჯება, მსოფლიოს სხვა აგრესორები ოკუპანტ ქვეყანას მიბაძავენ და "სხვა ომებს დაიწყებენ, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში".

საკუთარ პოსტს უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში რუსი სამხედროების მიერ ავიაიერიშების შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის ამსახველი ფოტოები დაურთო.

ასევე იხილეთ: