ავტორი:

"რატომ არ კვდება შენი ხათუნა...“ - რას წერს უკრაინაში გარდაცვლილ ძმაზე ხათუნა ხოფერია

"რატომ არ კვდება შენი ხათუნა...“ - რას წერს უკრაინაში გარდაცვლილ ძმაზე ხათუნა ხოფერია

რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინაში გუშინ 2 ქართველი მებრძოლი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპა. ირპენში მომხდარ დაბომბვაში, დაახლოებით, 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა.

ერთ-ერთი გარდაცვლილი ბახვა ჩიქობავა ხათუნა ხოფერიას ძმა გახლდათ. ამაზე ჯერ კიდევ გუშინ, ხათუნას უმცროსი შვილი ბექა ხოფერია წერდა.

"არ მიყვარს პოსტების წერა მაგრამ ყველამ მინდა იცოდეს, როგორი ბიძა მყავდა და რომ ყოველთვის ვამაყობდი მისით!

პირველი სურათი აგვისტოს ომშია გადაღებული, მაშინ ღმერთმა გვაჩუქა მისი თავი და გადარჩა…

პოლკოვნიკი ბახვა ჩიქობავა ჩემი გმირი ბიძია მიყვარხარ, ვამაყობ და მუდამ ვიამაყებ შენით. მშვიდობით ბახუ..." - დაწერა ბექა ხოფერიამ.

ძმის გარდაცვალებას დღეს სოციალურ ქსელში ხათუნა ხოფერია გამოეხმაურა. მან ძმასთან და შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა.

"რატომ არ კვდება შენი ხათუნა...“

ირპენში თავდასხმის დროს ასევე დაიჭრა ერთი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რატიანი და ბერიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრები იყვნენ და უკრაინაში მოხალისედ იბრძოდნენ. მათ თავდაცვის სამინისტრო 2014 წელს დატოვეს.

ასევე იხილეთ: