ავტორი:

პოეზიისა და ცეკვის სინთეზით გამოხატული ემოცია, რომელიც ელიზაბედ კიკნაძემ დედამიწას მიუძღვნა

პოეზიისა და ცეკვის სინთეზით გამოხატული ემოცია, რომელიც ელიზაბედ კიკნაძემ დედამიწას მიუძღვნა

აი, დადგა ნანატრი გაზაფხულიც. წელიწადის ეს დრო ხელოვანი ადამიანებისთვის შემოქმედებითად ძალიან დატვირთული და საინტერესოა. ჩვენ დღეს გიამბობთ ახალგაზრდა ნიჭიერ მოცეკვავე- ელისაბედ კიკნაძეზე, რომელსაც ინტერნეტსივრცეში უკვე კარგად იცნობენ. მისი სილაღე, ფერადოვნება და ნიჭიერება შეუჩნეველი ნამდვილად არ დაგრჩებოდათ. ელისაბედს ძალიან უნდოდა რაღაც განსხვავებული გაეკეთებინა, ამაში კი, მსახიობ მაკა შალიკაშვილს სთხოვა დახმარება.ელისაბედის იდეითა და ენთუზიაზმით აღფრთოვანებული მაკა დიდი სიამოვნებით ჩაერთო იდეის განხორციელებაში.მის თქმით დედამიწა- სწორედ ის ადგილია, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება მოფრთხილება, მოვლა და ყურადღება. ამ იდეის გასაჟღერებლად, კი გაგა ნახუცვრიშვილის ლექსი- დედამიწა შეირჩა.

- ელისაბედ, მოგვიყევი, როგორ გაჩნდა იდეა შენი და მაკა შალიკაშვილის კოლაბორაციის?

- ის რომ მე ძალიან მიყვარს ხელოვნება და ხელოვნების ყველა დარგი უცხო არავისთვისაა. მე თავად ვცეკვავ და ცეკვასთან ერთად არანაკლებ მიყვარს პოეზია.პანდემია, როგორც ჩემთვის ასევე ყველასთვის ძალიან რთული და სტრესული პერიოდი იყო. ეს დრო ჩემი თავის რეალიზებისთვის გამოვიყენე და დავიწყე ცეკვის ვიდეობის ჩაწერა, ვუყურებდი გადაცემებს,ვკითხულობდი ხელოვნებაზე. ერთ დღეს ვნახე გადაცემა სადაც მსახიობები კითხულობდნენ ლექსებს, აი სწორედ აქ გამიჩნდა იდეა რომ ძალიან კარგი იქნებოდა პოეზიის და ცეკვის სინთეზი. საერთო მეგობრის დახმარებით გავიცანი მაკა შალიკაშვილი და სწორედ მას ვუთხარი ჩემი იდეა, რეალურად მაკას მიერ წაკითხული ლექსი გახდა ამ იდეის ინსპირაციის წყარო. აღმოჩნდა, რომ მაკასთვის ეს იდეა ძალიან საინტერესო იყო და შემომთავაზა უფრო გლობალურად მეფიქრა ამ ყველაფერზე.

ჩემთვის მაკასთან ურთიერთობა ერთი დიდი სიამოვნებაა და ორმაგად სასიხარულო არის ამ იდეის მასთან ერთად განხორციელება.

- რატომ დედამიწა? რისი თქმა გსურდა ამით?

- ამ ვიდეოთი მინდა გამოვხატო მადლიერება. ეს იყოს გზავნილი, იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ყოველდღიურ საფიქრალსა და საზრუნავს წარმოადგენს ჩვენი გარემოს გაფრთხილება. ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანებისთვის ყოველდღიური ყოფის შემსუბუქება, სიკეთის გაკეთება, სითბოსა და პოზიტივის გაზიარება.

სამყარო გვაძლევს უამრავ უნიკალურ შესაძლებლობას ვიყოთ ბედნიერები.

არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო დღევანდელ რეალობას და არ ავღნიშნო უკრაინელი ხალხის ერთიანობა და უსაზღვრო სიყვარული სამშობლოს მიმართ.

ვისურვებდი, რომ მალე ომისა და გაჭირვების გარეშე იყოს მთელ სამყაროში ერთიანობა და კეთილდღეობა.

- ეს მიმდინარეობა შენთვის ახალია, რამდენად რთული იყო მუსიკისა და ლექსის სინთეზი?

- როცა ცეკვავ ემოციების ზღვა მოდის შენგან, როცა ლექსს კითხულობ, ზუსტად ისევე გრძნობ თითოეულ სიტყვას, თითქოს იქ იყო იმ მომენტში. ეს ყველაფერი გავაერთიანე და მივხვდი, რომ შესაძლებელია, ისევე გრძნობდე მუსიკას და ლექსს, როგორც ცეკვის დროს.

ლექსს თუ გავაანალიზებთ, პოეტი საოცრად აპათიურ მდგომარეობაშია და დიდი სურვილი აქვს შეცვალოს მდგომარეობა დედამიწაზე. ჩემი სურვილია, რომ შევცვალო სიყვარულით,სიკეთით და პოზიტივით.

არასოდეს გავჩერდეთ, არ შევეგუოთ სტაგნაციას და ყოველთვის ვიზრუნოთ უკეთესი ცხოვრებისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ გამოსავალს ხელოვნებაში ვხედავთ. მე როგორც მოცეკვავე ,ჩემს სათქმელს თქვენამდე სწორედ ცეკვით მოვიტან.

- გაგვიზიარეთ, ცოტა რამ ვიდეოს გადაღების შესახებ

- ყველა ჩემი ვიდეო ნაფიქრი კარგად გააზრებული და დიდი შრომის შედეგია.ეს ვიდეოც რამოდენიმე ლოკაციაზე გადავიღეთ. ერთ-ერთი -სუხიშვილების დარბაზია, რომელიც შეიძლება ითქვას რომ ჩემი მეორე სახლია.

რეპეტიციების დროს უარყოფით ენერგიას სხვაგან ვუშვებ და მოდის ბევრი საინტერესო იდეა, რომელსაც შემდეგ ეტაპრობრივად ვკრავ პროექტად და ვანხორციელებ , მეგობრების დახმარებით. ამ ვიდეოთი, კი ყველაზე მთავარი სათქმელი მინდა ვთქვა,რომ სიყვარული გადაგვარჩენს. იმედია, შედეგი ძალიან კარგი იქნება და თქვენი, საზოგადოების მოწონებას დაიმსახურებს!

R