რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში კონფლიქტს გაუმართლებელი „უაზრო ხოცვა-ჟლეტა“ უწოდა და სთხოვა შეწყვიტონ „ეს ამაზრზენი ომი“.
"ძალადობრივი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ სამწუხაროდ არ ნელდება", - უთხრა მან ათიათასობით ადამიანს წმინდა პეტრეს მოედანზე მისი ყოველკვირეული საკვირაო მიმართვისას.
”ეს არის უაზრო ხოცვა-ჟლეტა, სადაც ყოველდღიურად მეორდება სისხლის ღვრა და სისასტიკე”, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.