ავტორი:

მარგო ლუჩკო უკრაინაში დაკარგულ ნათესავებს ეძებს - "არც ტელეფონის ნომრები, არც სოციალური ქსელები, არაფერი აღარაა ხელმისაწვდომი"

მარგო ლუჩკო უკრაინაში დაკარგულ ნათესავებს ეძებს - "არც ტელეფონის ნომრები, არც სოციალური ქსელები, არაფერი აღარაა ხელმისაწვდომი"

მარგო ლუჩკო უკრაინაში დაკარგულ ნათესავებს ეძებს. როგორც ტელეწამყვანი წერს, მათთან დაკავშირება ტელეფონით ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც ambebi.ge-სთან რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში ამბობდა, ის დედით რუსია, მამით კი - უკრაინელი. მისი თქმით, ასეთი შერეული ოჯახები ძალიან ბევრია და დღეს ყველაზე მეტად მათ უჭირთ.

მარგო ლუჩკო:

"მეგობრები, დეიდას და ბიძაჩემს ვეძებ. ლუჩკო არკადი (დაიბადა 1959 წელს), ლუჩკო ოლგა (დაიბადა 1965 წელს) და ასევე ჩემი ბიძაშვილი ლუჩკო რომანი და მისი ოჯახი. ისინი ბოლოს იყვნენ უკრაინის ქალაქ ვინიცაში, ასევე შესაძლებელია ისინი ლუცკში იყვნენ. სამწუხაროდ, არც ტელეფონის ნომრები, არც სოციალური ქსელები, არაფერი აღარაა ხელმისაწვდომი…. შესაძლოა ზოგიერთ თქვენგანს ნანახი ჰყავდეს ან იცოდეს სად არიან... ჩვენ მათ ვეძებთ... ფოტოები ძველია, მაგრამ მჯერა, რომ ერთმანეთს ვიპოვით!