ავტორი:

"Х#й вам და არა მარიუპოლი... ვიბრძოლებთ უკანასკნელ ჯარისკაცამდე“ - უკრაინელების პასუხი ოკუპანტებს, რომლებმაც მარიუპოლის მერიას რუსეთის მხარაზე გადასვლა მოსთხოვეს

"Х#й вам და არა მარიუპოლი... ვიბრძოლებთ უკანასკნელ ჯარისკაცამდე“ - უკრაინელების პასუხი ოკუპანტებს, რომლებმაც მარიუპოლის მერიას რუსეთის მხარაზე გადასვლა მოსთხოვეს

ოკუპანტებმა მარიუპოლის მერიას რუსეთის მხარეს გადასვლა შესთავაზეს,- ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ „ფეისბუქზე“ დაწერა.

"ამბობენ, რომ რუსები მარიუპოლის მერიას რუსეთის მხარეს გადასვლას სთავაზობენ. ადგილობრივ ხელისუფლებას პასუხის ჩამოსაყალიბებლად ვადა დილამდე მისცეს. და რატომ დაველოდოთ ამდენ ხანს, თუ პასუხი წინასწარ მზად არის: Х#й вам და არა მარიუპოლი,“- დაწერა პეტრო ანდრიუშჩენკომ.

"შეუძლებელია ენდო მოსკოვის დაპირებებს ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით" - განუცხადა პეტრო ანდრიუშენკომ BBC-ს.

მისი თქმით, ქალაქი არ შეწყვეტს თავის დაცვას.

"ვიბრძოლებთ უკანასკნელ ჯარისკაცამდე“ - აღნიშნა ანდრიუშენკომ.

ანდრიუშენკომ დაადასტურა, რომ რუსული ძალები ქალაქის მცხოვრებლებს რუსეთში გადასვლას აიძულებს.

"როდესაც ისინი [რუსული ძალები] საუბრობენ ჰუმანიტარულ დერეფნებზე, რას აკეთებენ სინამდვილეში? სინამდვილეში ისინი ჩვენს ხალხს რუსეთში ევაკუაციას აიძულებენ," - აღნიშნა მერის მრჩეველმა.

შეგახსენებთ, რუსეთმა მარიუპოლის ოფიციალურ პირებს ქალაქის ნებაყოფლობით ჩასაბარებლად ვადა ადგილობრივი დროით დილის 5:00 საათამდე მისცა.

იხილეთ ასევე: