საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით "ქართული ოცნების“ ხელისუფლება აპირებს, რომ საქართველო რუსეთს გადასცეს. როგორც სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მის პროცესზე განმარტა, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს რუსეთისთვის პერსონალურად მისი გადაცემაც.
"იმ პერიოდში, როდესაც უკრაინა, მათ შორის, საქართველოსთვის იბრძვის, ესენი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისათვის. სხვათა შორის, ესენი ამზადებენ ჩემს გადაცემას რუსეთისთვის, მაგრამ ჩემი თავი ჯანდაბას, სიცოცხლეს რა აზრი აქვს თუ სამშობლო ვერ გადავარჩინეთ. ისინი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის, პროვოკაცია მზადდება ტერიტორიების შიგნიდან, ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, რის შედეგადაც რუსეთი ნეიტრალიტეტს მოგვთხოვს, ესენი გამოაცხადებენ ნეიტრალიტეტს და ნეიტრალიტეტის შემდეგ, რამდენიმე თვეში, ან ერთ ორ წელიწადში საქართველო რუსეთის ოფიციალური ნაწილი გახდება. ეს არის ამათი გეგმა. უკვე ყველაფერზე შეთანხმებული და გარიგებული არიან“, - აცხადებს სააკაშვილი.
ასევე იხილეთ: