ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა და ეს ასე გაგრძელდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ერი შეკრული და ძლიერი უნდა იყოს.
"მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო - დღეს ჩვენს წინაშე ძალიან რთული გამოწვევები არსებობს. რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის ომი მიმდინარეობს. ამის მიუხედავად ჩვენ, მთავრობა, ჩვენი გონივრული და სახელმწიფოებრივი, ეროვნული პოლიტიკით ვახერხებთ, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, ეს ასე გაგრძელდება. მინდა ყველას სიმშვიდისა და კონსოლიდაციისკენ მოგიწოდოთ. ჩვენი ერი უნდა იყოს შეკრული, ერთიანი და ძლიერი. მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მსახურება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.