ავტორი:

"ცუდი განზრახვა არ მქონია, მაგრამ ამ ხალხს გააგებინებ?!" - რას ჰყვება გოგონა, რომელმაც ლიფტში გაკრული უკრაინის დროშა ჩამოხია: პასუხი მწვავე კრიტიკაზე (ვიდეო)

"ცუდი განზრახვა არ მქონია, მაგრამ ამ ხალხს გააგებინებ?!" - რას ჰყვება გოგონა, რომელმაც ლიფტში გაკრული უკრაინის დროშა ჩამოხია: პასუხი მწვავე კრიტიკაზე (ვიდეო)

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, რომელიც ბათუმში, ლიფტშია გადაღებული, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. კადრებზე ჩანს, როგორ ჩამოხია გოგონამ ლიფტის კედლებიდან უკრაინის დროშა.

საზოგადოების მხრიდან არსებული მწვავე გამოხმაურების შემდეგ მარიამ ელიოზიშვილმა, რომელიც ვიდეოშია გადაღებული, განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, დროშის ჩამოხევა სწორი საქციელი არ იყო, თუმცა იქვე განმარტავს, რომ ცუდი განზრახვა არ ჰქონია.

"არავითარი ცუდი განზრახვა და მიზანი არ მქონია. მე რატომ ჩამოვხსენი, იცი? იმ ტიპს ვუთხარი, ამას ვინც აკეთებს, გულში გრძნობა არ აქვსთქო. აკრავენ გარეგნულად, ვითომ სოლიდარობას გამოხატავენ.

გულში უნდა იყოს ეს და არა იერსახით. რამდენიმე ხნის წინ ერთ კაცს ჩუსტები ეცვა, ყვითელ და ლურჯ ფერებში, ეს ნორმალურია? სწორედ ამიტომ გავაკეთე. დროშის ჩამოხევა სწორი არ არის და არ ვამბობ, რომ სწორი საქციელია, მაგრამ მიზანი სულ სხვა მქონდა და ამ ხალხს ხომ ვერ გააგებინებ?!" - ამბობს ელიოზიშვილი "ტვ პირველთან" საუბარში.

ნახეთ ვიდეო: