მილიონობით უკრაინელივით, იაროსლავა მაჰუჩიხსაც მოუწია სახლის დატოვება მას შემდეგ, რაც რუსეთმა მის ქვეყანაზე თავდასხმა განახორციელა. როგორც იაროსლავა ყვება, მანქანით სამი დღე მგზავრობდა, რომ დანიშნულების ადგილამდე მიეღწია.
იმის მიუხედავად, რომ გოგონას ცხოვრება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ თავდაყირა დადგა, 20 წლის სიმაღლეზე მხტომელმა, ოქროს ჯილდო მოიპოვა.
სიმაღლეზე ხტომაში შეჯიბრი სერბეთში, ბელგრადში შაბათს გაიმართა. გახარებული იაროსლავა მაჰუჩიხი BBC Sport-ს ესაუბრა: "ეს არა მხოლოდ ჩემი და ჩემი ოჯახისთვის, არამედ მთელი უკრაინისთვის იყო მნიშვნელოვანი".
მან აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა მის სამშობლოში, ვარჯიშზე და შეჯიბრისთვის მომზადებაზე საფიქრალად, აღარც კი ეცალა:
"ჩემთვის აქ ჩამოსვლაც კი რთული იყო, რომ არაფერი ვთქვა ხტომაზე იმ დროს, როცა ჩემი გული და გონება ჯერ კიდევ ჩემს სამშობლოშია". 20 წლის გოგონამ სხვა ქვეყნების წარმომადგენლების შედეგებს აჯობა და 2.02 მეტრის სიმაღლეზე მოახერხა ახტომა.
წყარო: cnn
მოამზადა: ანა სიბოშვილმა