ავტორი:

"გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს" - რუსეთში სასამართლომ ექსტრემიზმის მოტივით "ფეისბუქი" და "ინსტაგრამი" აკრძალა

"გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს" - რუსეთში სასამართლომ ექსტრემიზმის მოტივით "ფეისბუქი" და "ინსტაგრამი" აკრძალა

რუსეთის სასამართლომ ქვეყანაში "ფეისბუქი" და "ინსტაგრამი" "ექსტრემიზმის" მოტივით აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.

სერვისების მფლობელი კომპანია "მეტას" ექსტრემისტულად ცნობის თაობაზე სარჩელი გენერალურმა პროკურატურამ მოამზადა.

"რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, რუსეთის პროკურატურაში განაცხადეს, რომ შემდგომში მოქალაქეებს მათი უფლებების შესაძლო დარღვევისგან დაიცავენ.

პროკურორების თქმით, „ექსტრემისტული ინფორმაცია“ ემუქრება როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთლიან საზოგადოებას. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ "ფეისბუქმა“ თავისი წესები დაარღვია, რადგან მომხმარებლებს იმის ნებართვა მისცა, რომ რუსი ჯარისკაცების მკვლელობის მოწოდებები გაევრცელებინათ.

რუსული მედიის ცნობით, აკრძალვა არ შეეხება WhatsApp​-ის აპლიკაციას, რომელიც ასევე „მეტას“ ეკუთვნის.