საკონცენტრაციო ბანაკებს გადარჩენილი 96 წლის მოხუცი, ხარკოვში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ბორის რომანჩენკო ინტენსიურად მუშაობდა ნაცისტური დანაშაულების სააშკარაოზე გამოტანისთვის და იყო ბუხენვალდ-დორას საერთაშორისო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი.
მისი გარდაცვალების ამბავი ბუხენვალდისა და მიტელბაუ-დორას მემორიალის ფონდმა გაავრცელა და რომანშენკოს ვაჟმა და შვილიშვილმა დაადასტურეს:
"ბორის რომანშენკო ბუხენვალდის, პეენემუნდეს, დორასა და ბერგენბელსენის საკონცენტრაციო ბანაკებს გადაურჩა. ის გასულ პარასკევს უკრაინაში, ხარკოვში აფეთქების შედეგად დაიღუპა. ის 96 წლის იყო. გაოგნებულები ვართ."

Boris Romantschenko survived the concentration camps #Buchenwald, #Peenemünde, #Dora and #BergenBelsen. Now he has been killed by a bullet that hit his house in #Charkiv, #Ukraine. He was 96 years old. We are stunned. pic.twitter.com/ZZIK2OdbAu
— Stift. Gedenkstätten Buchenwald und Mittelbau-Dora (@Buchenwald_Dora) March 21, 2022

"ვგლოვობთ ახლო მეგობრის დაღუპვას. მის შვილს და შვილიშვილს, რომლებმაც სამწუხარო ამბავი მოგვიტანეს, ამ მძიმე წუთებში სიძლიერეს ვუსურვებთ“, - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
რომანშენკოს შვილიშვილის თქმით, ის მრავალსართულიან კორპუსში ცხოვრობდა, რომელსაც ჭურვი მოხვდა და შედეგად, ნაცისტების რეპრესიებს გადარჩენილი მამაკაცი, რუსების ნასროლ ჭურვს ემსხვერპლა.
ბუხენვალდ-დორას ფონდის დირექტორმა იენს-კრისტიან ვაგნერმა დაადასტურა რომანშენკოს გარდაცვალება და თქვა, რომ მოხუცებული ბინიდან თვეების განმავლობაში არ გასულა, რადგან კოვიდით დაინფიცირების ეშინოდა.
წყარო: dailymail
მოამზადა ანა სიბოშვილმა