ამ ხელისუფლებისგან უკვე აღარ გამოვრიცხავ იმას, რომ სააკაშვილი მართლაც გადასცენ რუსეთს , - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, იმის ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, სახელმწიფომ ეკონომიკური მოგება უნდა ნახოს, "ქართული ოცნებისგან" გასაკვირი არ იქნება სააკაშვილის მოსკოვისთვის გადაცემა.
"ამ ხელისუფლებისგან უკვე აღარ გამოვრიცხავ იმას, რომ სააკაშვილი მართლაც გადასცენ რუსეთს, ისეთი მორალური პოზიცია უჭირავს ამ ხელისუფლებას. როდესაც ასობით ბავშვის განადგურება და ქალაქების მიწასთან გასწორება ხდება, ამ დროს შენი ხელისუფალი აცხადებს, რომ რამე ხეირი უნდა ნახოს საქართველოს ეკონომიკამ, ეს ისტორიულად ისეთი სამარცხვინო განცხადებაა, რომ ამის ფონზე სააკაშვილი, რომელიც არ უყვართ, რუსეთს გადასცენ, ჩემი აზრით, ამაში გასაოცარი არაფერი იქნება, თუმცა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის სამარცხვინო იქნება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.