ავტორი:

როდის შემოვა საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო სპეციალური პრეპარატი "პაქსლოვიდი“

როდის შემოვა საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო სპეციალური პრეპარატი "პაქსლოვიდი“

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალო სპეციალური პრეპარატი "პაქსლოვიდი“ საქართველოში ამ კვირაში შემოვა.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, პრეპარატი უფასოდ დაურიგდებათ მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები და მძიმედ მიმდინარე კორონავირუსი აქვთ.

"მნიშვნელოვანია, რომ ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი. ეს არის სპეციალური პრეპარატი, რომელიც არის "ფაიზერის“ შექმნილი "პაქსლოვიდი“. სულ აქვს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას და მიხარია, რომ ერთ-ერთი ჩვენი ქვეყანა იქნება. პრეპარატი გადაეცემა მათ, ვინც პოტენციურად შეიძლება ინფიცირების შემთხვევაში დამძიმდეს, ქრონიკული დაავადებები ახლავს. მათ უფასოდ დავურიგებთ და ისინი იმკურნალებენ. ინფიცირებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაშია აუცილებელი ამ მედიკამენტების მიღება. რაც შეეხება დოზებსა და ფასს, მირჩევნია კონფიდენციალურად დავტოვო იმიტომ, რომ ეტაპობრივი მოწოდებაა და გაუთქმელობის კონტრაქტი გვაქვს დადებული“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.