რუსეთის სასამართლომ ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი "ფართომასშტაბიან თაღლითობაში“ დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი“ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსი პროკურორები ცდილობენ ნავალნი მაქსიმალური უსაფრთხოების კოლონიაში გადაიყვანონ, სადაც ის თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით 13 წლიან სასჯელს მოიხდის.
შეგახსენებთ, პირობით ვადამდე გათავისუფლების დარღვევისთვის, კრემლის კრიტიკოსი უკვე იხდის ორწელიწადნახევარიან სასჯელს. თავად ნავალნი აცხადებს, რომ წაყენებული ბრალდებები, მისი პოლიტიკური ამბიციების ჩასაშლელადაა შეთხზული.