ავტორი:

"მწერენ, უცხოურ ლეგიონში რამდენს იღებთ ანაზღაურებასო..." - რას წერს უკრაინაში საბრძოლველად წასული ალეკო ელისაშვილი

"მწერენ, უცხოურ ლეგიონში რამდენს იღებთ ანაზღაურებასო..." - რას წერს უკრაინაში საბრძოლველად წასული ალეკო ელისაშვილი

დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, რომელიც მოხალისეებს შეუერთდა და უკრაინაში რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ საუბარი მოხალისეთა რიგებში ჩაწერაზე რაიმე თანხის სანაცვლოდ, მისთვისაც და იქ მყოფი დანარჩენი ქართველებისთვისაც შეურაცხმყოფელია.

"რამდენიმე ჟურნალისტმა მკითხა და სხვებიც მწერენ, უცხოურ ლეგიონში რამდენს იღებთ ანაზღაურებასო. არავის ქართველებიდან (სხვებზე ვერაფერს ვიტყვი) კითხვაც კი არ დაგვისვამს, რამე ანაზღაურება იქნება თუ არა.

უფრო მეტიც, ბიჭებს რომ ვკითხე, ყველანი შეურაცხყოფილები დარჩნენ. ჩემს და მათ პოზიციას გეტყვით - ჩვენ უკრაინაში ჩამოვედით მოხალისეებად, საძაგელ დამპყრობლებთან საომრად და ნებისმიერი საუბარი რაიმე ფულზე არის ჩვენთვის შეურაცყოფელი!

სიკვდილი ოკუპანტებს!

დიდება უკრაინას!

დიდება საქართველოს!" - წერს ალეკო ელისაშვილი.