ავტორი:

დღის ფოტო: რადას ყოფილი დეპუტატი, ტატიანა ჩორნოვოლი ფრონტის წინა ხაზზე

დღის ფოტო: რადას ყოფილი დეპუტატი, ტატიანა ჩორნოვოლი ფრონტის წინა ხაზზე

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ადამიანების მამაცობის, გმირობის არაერთი ფაქტი ვნახეთ. ყოველ დღე ვხედავთ შთამბეჭდავ კადრებს კონფლიქტის ზონიდან და შეუძლებელია ბევრ მათგანს ცრემლების გარეშე შეხედოთ.

უკრაინში უკვე არავის უკვირს პოლიტიკოსების მხრიდან იარაღის ხელში დაჭერა. დღეს ყველა უკრაინელი, ვისაც შეუძლია, საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცია და ცდილობს, დაიცვას ქვეყანა დამპყრობლისგან.

ამ ფოტოზე კი ტატიანა ჩორნოვოლის ხედავთ, რომელიც უკრაინის რადას ყოფილი წევრია, ახლა ის ანტისარაკეტო იარაღის სისტემის ოპერირების გუნდის წევრია და ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის.

ეს ფოტოც მაშინაა გადაღებული, როცა ის თავის პოზიციას იკავებს.

ფოტოს სააგენტო "როიტერსი“ აქვეყნებს.