სასამართლომ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის თაღლითობისა და მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 9- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, ნავალნის 1,2 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
ცნობისთვის, ბრალდების მხარე ნავალნისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთას და 1,2 მილიონი რუბლის ოდენობით ჯარიმის დაწესებას ითხოვდა.