ავტორი:

"პარტნიორებს ვუხსნით, რომ ერთ კილომეტრშია ოკუპანტის სამხედრო ტექნიკა ჩვენი მაგისტრალიდან და თუ ვინმეს არ ესმის, შეგვიძლია ჩავიყვანოთ და ნახავენ" - დავითულიანი

"პარტნიორებს ვუხსნით, რომ ერთ კილომეტრშია ოკუპანტის სამხედრო ტექნიკა ჩვენი მაგისტრალიდან და თუ ვინმეს არ ესმის, შეგვიძლია ჩავიყვანოთ და ნახავენ" - დავითულიანი

სანქცია, რომელიც რუსეთისთვის კოღოს ნაკბენიც არ იქნება, ჩვენს ეკონომიკას დააქცევს და უარეს დღეში ჩაგვაგდებს, რა აზრი აქვს, რომ დავაწესოთ?, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია პოლიტიკური და ჰუმანიტარული თავლსაზრისით უკრაინის დასახმარებლად.

"პოლიტიკური თვალსაზრისით ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მაქსიმალურად გამოვხატავთ მხარდაჭერას, ჰუმანიტარული თვალსაზრისით ბევრი ევროპული ქვეყნიდან არ ჩადის იმდენი ტვირთი რამდენიც საქართველოდან. რაც შეგვიძლია, მართლა მაქსიმუმს ვაკეთებთ და ახლა ის, რომ აქედან მეორე ფრონტი გავხსნათ, როგორ უნდა გავხსნათ? ხომ გვესმის, რომ ვერ ვიზამთ?

რომ გვთხოვენ, რომ უფრო იაქტიურეთ, ჰუმანიტარულად და პოლიტიკურად ვაქტიურობთ. სანქცია, რომელიც მისთვის კოღოს ნაკბენიც არ იქნება და ჩვენს ეკონომიკას დააქცევს და უარეს დღეში ჩაგვაგდებს, რა აზრი აქვს, რომ დავაწესოთ. ომის დაწყება, უკრაინას რომ შევეშველოთ აქედან, არ შეგვიძლია, ყველას ესმის ეს.

ერთი სანქცია მითხარით, რომელიც ჩვენ შეგვიძლია რომ დავუწესოთ რუსეთს და მან უბრალოდ იგრძნოს და ჩვენ არ დავზარალდეთ. ისეთი სანქციის დაწესება, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვანწილად არ დააზიანებს და რუსეთი იგრძნობს მაინც უბრალოდ ასეთი სანქცია არ არსებობს იმ პაკეტში, მართლა არ არსებობს. სამწუხაროდ არ არის, თორემ ძალიან მინდა ისეთი შესაძლებლობა მქონდეს, რომ რომ დავუწესებ ჩამოექცეს მთელი სექტორი.

ავტონომიურად კია რ ითხოვენ სანქციებს, არამედ ვამბობთო, რომ რაც დავაწესეთ იმის ნაწილი გახდეს საქართველოო და იმის ნაწილი რომ გავხდეთ, გამოდის რომ საქართველო უწესებს. თურქეთი ვერ უწესებს, ნატო-ს წევრი ქვეყანა, ამხელა ეკონომიკის ქვეყანა ისეთ სანქციებს, რომელიც მართლა შეეხებოდა. აზერბაიჯანი, რომელიც ეკონომიკურად ჩვენზე ძლიერია ვერ უწესებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები უწესებენ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ბექა დავითულიანის განცხადებით, მთავრობა დასავლელ პარტნიორებს უხსნის თუ რატომ ვერ დაუწესებს საქართველო რუსეთს სანქციებს და მათ ბეს ესმით.

"დასავლელ პარტნიორებს ჩვენ ვუხსნით და მათ ესმით, როგორც მე ვხედავ. ყველას ესმის, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ერთ კილომეტრშია ოკუპანტის სამხედრო ტექნიკა ჩვენი ცენტრალური მაგისტრალიდან. ეს ყველას ესმის და ვინმეს თუ არ ესმის, შეგვიძლია ჩავიყვანოთ, ნახავენ და მიხვდებიან“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.